სანამ 2024-2025 სასწავლო წელი დაიწყება, გთავაზობთ განმარტებებს ახალ ეროვნული სასწავლო გეგმიდან, თუ რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს სასწავლო პროცესი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.
აღნიშნულ საკითხს არეგულირებს მუხლი 9. „საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება“.
დოკუმენტის თანახმად, სასწავლო პროცესის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით წარსამართად საჯარო სკოლაში სასწავლო წელი იყოფა ორ სემესტრად. მას სემესტრებად ყოფს ზამთრის არდადეგები.
სკოლებში ერთი აკადემიური წლის მანძილზე II-XI კლასებისთვის სასწავლო პროცესის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 35 კვირაზე ნაკლები, ხოლო I და XII კლასებისთვის – 30 კვირაზე ნაკლები.
საჯარო სკოლებისთვის სასწავლო კვირა ხუთდღიანია. გამონაკლისი დაიშვება სამინისტროსთან შეთანხმებით.