საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის გიმნაზიის რეიტინგული მოსწავლეები, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სომხეთში გაემგზავრნენ
01-08-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის გიმნაზია, საზაფხულო არდადეგებზე, სისტემატიურად აგზავნის რეიტინგულ მოსწავლეებს სხვადასხვა ახალგაზრდულ ბანაკებში.

საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ მხარდაჭერით, ამჯერად რეიტინგული მოსწავლეების ერთი ჯგუფი, გაცვლითი პროგრამის, სამშვიდობო პროექტის - „ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ - ფარგლებში, სომხეთში გაემგზავრნენ.

პროექტში მონაწილეობენ:

გიგა ხაღულაშვილი (XII კლასი);

მარიამ ლაზიშვილი (XII კლასი);

ნატალია ცხოვრებაძე (XII კლასი);

ეკატერინე გორგაძე (XI კლასი);

ანი ბერიძე (XI კლასი).

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სამშვიდობო პროექტის მთავარ მიზანს ახალგაზრდებს შორის კულტურათა ურთთიერთგაცვლა, კონფლიქტების მართვის უნარების გაცნობა, ტოლერანტობისა და მეგობრობის გაღვივება წარმოადგენს.

„პროექტი 15 წელზე მეტია ხორციელდება და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სამხრეთ კავკასიაში ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებაში. ხდება კულტურათა გაცვლა, უტარდებათ უამრავი საინტერესო სემინარი. ერთად გატარებული დღეების მერე ახალგაზრდები აგრძელებენ მეგობრობას, რაც წინაპირობაა შემდგომში მშვიდობიანი თანაცხოვრებისათვის“,- დასძენენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203