მთავრობის დადგენილებით, სტუდენტებისთვის ფასიანი სტაჟირების კონკურსი 2 აგვისტოდან გამოცხადდება და მსურველებს განაცხადის წარსადგენად ვადა 9 აგვისტომდე ექნებათ.
სტაჟიორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
იცის სახელმწიფო ენა;
სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე საფეხურზე ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მე-2 საფეხური 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში;
შერჩევის მნიშვნელოვან კრიტერიუმად განისაზღვროს სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრება (GPA 2.8-4.0 ან/და ქულათა სისტემა – 71-100 ქულის მაჩვენებელი) – გასაუბრებისას თანაბარი კანდიდატების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭოთ უმაღლესი მოსწრების კანდიდატებს;
საჯარო დაწესებულებებმა, სტრუქტურული ერთეულის შესაბამისად და სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაზღვრონ სტაჟიორთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
პროფესია (განათლების რელევანტურობა), ცნობა ან/და დიპლომი – უცხოენოვანი დიპლომის შემთხვევაში – ნათარგმნი და დამოწმებული ნოტარიულად;
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: სტაჟირების მსურველი პირის შეფასებას განახორციელებს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შექმნილი კომისია:
პირველი ეტაპი – საბუთების გადარჩევა;
მეორე ეტაპი – გასაუბრება.