27 და 28 ივლისს, ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მისაღები გამოცდები გაიმართა.
გამოცდები, მათემატიკაში მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში ჩატარდა და ორგანიზებულად და წარმატებით წარიმართა.
მისაღები გამოცდით სკოლაში ჩაირიცხებიან მოსწავლეები, რომელთაც მიიღეს 10 ქულა და მეტი, ანუ 50%-ი და მეტი. საგამოცდო დავალება შედგებოდა 10 ამოცანისაგან - 3 ერთქულიანი, 4 ორქულიანი და 3 სამქულიანი.დავალების დასაწერად მონაწილეებს მიეცათ 2 საათი და 30 წუთი.
აღსანიშნავია, რომ გამოცდის შედეგები სკოლაში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის უკვე ცნობილია. გამოცდის შედეგების სააპელაციო განცხადებები მიღება კი დღეიდან 5 აგვისტოს ჩათვლით არის შესაძლებელი.
ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქში არსებული ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლების სკოლაში მისაღები გამოცდების მიდინარეობას გაეცნო ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის დირექტორი ივანე კვიტაშვილი და მოსწავლეებს წარმატებები უსურვა.
იხილეთ ვიდეოინტერვიუ და შეფასება კომაროვის სკოლის დირექტორთან ბატონ ივანე კვიტაშვილითან.