გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლები, მიუხედავად ზაფხულის ცხელი დღეებისა, პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
29-30 ივლისს, ინკლუზიური განათლების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, პედაგოგები სამოქმედო გეგმების დახვეწის მიმართულებით განხორციელებულ გასვლით შეხვედრაში მონაწილეობდნენ.
შეხვედრას საქართველოს კარიტასის გუნდთან ერთად იტალიელი სტუმარი, ინკლუზიური განათლების ექსპერტ-სპეციალისტი, ქალბატონი როზანა წარმართავდა.
„შეხვედრის მიზანი სასკოლო ინკლუზიური გარემოს განვითარებაა, რომელშიც მთელი სასკოლო საზოგადოება უნდა ჩაერთოს“,- გვეუბნებიან სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ ფოტოები: