2024 წლის 1 აგვისტოდან იწყება ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები აბიტურიენტების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩასარიცხად განაცხადების მიღება.
ბრძანების შესაბამისად:
ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის უფლება აქვთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისა და დაფინანსების უფლების მინიჭების საფუძველია პირის განცხადება (განცხადების ფორმა იხილეთ აქ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების უფლების მინიჭების თაობაზე, რომელიც ელექტრონული ფორმით წარედგინება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე.
განცხადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
განცხადებას პირმა უნდა დაურთოს საქართველოს მოქალაქეობის ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და დადგენილი წესით აღიარებული „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
განაცხადის ფორმის შესავსებად მიჰყევით ბმულს