სერგეი მესხის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონის საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლე ანანო მაღლაფერიძე ზაფხულის არდადეგებს ნაყოფიერად ატარებს.
მეათეკლასელი წელს შეურთდა „ჯარის ბანაკს“, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.
შემეცნებითი, მხიარული თავგადასავალი მოსწავლისთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
მოსწავლემ შეისწავლა სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია, გაიარა თვითგადარჩენის კურსი, გაეცნო პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის წესებს, მონაწილეობდა საინჟინრო და სამთო მომზადებაში.
„საინტერესო და დაუვიწყარი ზაფხულის დღეები" - ასე იხსენებს ანანო ბანაკში გატარებულ დროს.
„მრავალფეროვანი აქტივობებით დახუნძლული პროგრამა ნამდვილად წარუშლელი შთაბეჭდილებების საბაბი გახდა ანანოსათვის“,- დასძენენ სკოლაში და მოსწავლის აქტიურობა ახარებთ.
იხილეთ ფოტოები: