„პოზიტიური ფსიქოლოგიის გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე“-„ეიბიჯიეს აკადემი​ისა“ და ფსიქოლოგ ქეთევან ქიბროწაშვილის კურსზე დასწრება მსმენელს უფასოდ შეეძლება
02-08-2024

ეიბიჯიეს აკადემიაში“ მუდამ მნიშვნელოვანი კურსები მიმდინარეობს, აკადემიის სავიზიტო ბარათი „დამწყებ ტრენერთა ტრენინგია“, რომელიც როგორც კურსის მენტორი, ანა ბუცხრიკიძე გვეუბნება, მომავალ ტრენერებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, სტაჟირების სახით, რომელსაც, ასევე „ეიბიჯიეს აკადემიაში“ გაივლიან და აკადემიაშივე დასაქმდებიან სურვილის შემთხვევაში.

„დამწყებ ტრენერთა ტრენინგის“ მეშვიდე ნაკადის კიდევ ერთ წარმატებული მონაწილე, ფსიქოლოგი ქეთევან ქიბროწაშვილია, რომელმაც კურსის ფარგლებში ყველა დავალებას წარმატებით გაართვა თავი და ახლა მსმენელს მნიშვნელოვან კურსებს ჰპირდება. პირველი თემა, რომელსაც ქეთევანი ფართო აუდიტორიასთან ჩაატარებს პოზიტიურ აზროვნებას და მის მნიშვნელობას ეხება და მისი სახელწოდებაა -  „პოზიტიური ფსიქოლოგიის გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე“. 

როგორც „ეიბიჯიეს აკადემიაში“ აღნიშნავენ მსმენელი ბევრ მნიშვნელოვან საკითხს შეიტყობს შეხვედრაზე.

ჩატარების თარიღს აკადემია აგვისტოს თვეში დააანონსებს და მსურველებს უფასოდ დასწრების შესაძლებლობა ექნებათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203