თელავის N9 საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა წინსვლა დირექციისა და პედაგოგებისთვის საამაყო და სასიხარულოა.
მათ შორისაა, მარიამ გულიაშვილი, რომელიც თელავის ჭიდაობის სპორტულ სკოლის აღსაზრდელი და წარმატებული სპორტსმენი გახლავთ.
ის 20 ივლისს თურქეთის ქალაქ ქოჩაელში ძიუდოში ევროპის თასის გამარჯვებული გახდა. მარიამმა 3 ივლისს, ასევე თურქეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, საპრიზო მეორე ადგილი დაიკავა.
ახლახან, მოსწავლეს თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი შეხვდა. შეხვედრას თელავის ჭიდაობის სპორტული სკოლის ხელმძღვანელი ზაქრო კევლიშვილი და ამავე სკოლის მწვრთნელი გია ბახბახიშვილი ესწრებოდნენ.
ლევან ანდრიაშვილმა თელაველ სპორტსმენს მიღწეული წარმატება მიულოცა.
მარიამ გულიაშვილს სიმბოლური საჩუქრები და ფულადი პრიზი გადაეცა.
იხილეთ ფოტოები: