„არ გვჯერა, რომ დაგვტოვე“ - თელავის N9 საჯარო სკოლა ღირსების ორდენოსან პედაგოგს - ნათელა ჯიმშიტაშვილს ემშვიდობება 
02-08-2024

თელავის N9 საჯარო სკოლა ღვაწლმოსილ პედაგოგს გლოვობს. 

გარდაიცვალა ღირსების ორდენოსანი პედაგოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნათელა ჯიმშიტაშვილი

კოლეგები, მოსწავლეები და მათი მშობლები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან და აღნიშნავენ, რომ მისი გარდაცვალება მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის დიდი დანაკლისია. 

„საიდან მოდის ნეტავ სილამაზე ან სად მიდის, სად იკარგება, თუ დროებით თვალს მიეფარება. . . ვინ იცის. . .“

არ გვჯერა, რომ დაგვტოვე, რომ ვეღარ ვნახავთ შენს ღიმილს, თბილ, ტკბილ კომპლიმენტებს, ვეღარ მოვისმენთ გულისამაჩუყებელ ეპითეტებს... , ყველა კოლეგას, მოსწავლეს, მშობელს, ნაცნობს, მეგობარს თუ უბრალოდ, თანამოქალაქეს რომ ანებივრებდი . . . 

გემშვიდობებით ჩვენო ლამაზო, კეკლუცო, თბილო და მოსიყვარულე ნათელა  მასწავლებელო!“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ სამძიმრის წერილში. 

„ეტალონი“ უერთდება სამძიმარს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ასეთი ღრმად პატივსაცემი პიროვნების გარდაცვალების გამო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203