ვარევანის საჯარო სკოლას მეთორმეტეკლასელები ემოციურად დაემშვიდობნენ
07-06-2018

ვარევანის საჯარო სკოლაში ბოლო ზარი ჩატარდა. 

მეთორმეტეკლასელები მშობლიურ სკოლას და მასწავლებლებს დაემშვიდობნენ. 

მათ ღონისძიება სკოლის ეზოში გამართეს, რომელიც საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა. 

„ბოლო ზარი ხომ ერთდროულად სიხარულთან და ცრემლებთანაა დაკავშირებული. ემშვიდობები სკოლას, კლასს, მერხს, მასწავლებლებს, ბავშვობას და გული გწყდება. თან დამოუკიდებელი ცხოვრებისაკენ პირველი ნაბიჯების გადადგმაც გიხარია და ყველაზე მნიშვნელოვანისთვის-  სტუდენტობისთვის ემზადები“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203