იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ახალგაზრდების წარმატებულ მომავალსა და ხარისხიან განათლებაზე ზრუნავს.
ახლაც სკოლაში იმ შედეგებით ხარობენ, რასაც აბიტურიენტებმა ეროვნულ გამოცდებზე მიაღწიეს. როგორც სკოლის დირექტორი მურად ჯიშკარიანი etaloni.ge-სთან ამბობს, კურსდამთავრებულების ამ წარმატებას ელოდა და მათ წინსვლას უსურვებს.
„რა თქმა უნდა, მათ წარმატებას ველოდით და ყველას ვულოცავ. მაღალი ქულების მოლოდინი გვქონდა, უფრო მეტასაც ველოდით. ბევრ აბიტურიენტს მაქსიმუმამდე მხოლოდ თითო ქულა დააკლდა. კარგი, ბეჯითი, მიზანმიმართული ბავშვები არიან და მათმა ასეთმა ხასიათმა შედეგი გამოიღო. ვულოცავ და უდიდეს წარმატებას ვუსურვებ. რასაკვირველია, ჩვენი კურსდამთავრებულებისა და ამავდროულად, მთელი საქართველოს აბიტურიენტების წარმატებები მახარებს. ქართულში რეკორდული მაქსიმალური ქულა დაფიქსირდა, ამდენი რაც თავი მახსოვს, არ ყოფილა. როგორც ჩანს, ეს თაობა კარგად და მაღალ დონეზე სწავლობს“,- ამბობს მურად ჯიშკარიანი.
რაც შეეხება უმაღლესქულიან აბიტურიენტებს. მე-122 კლასის მოსწავლე თეკლე ჭოღოშვილმა აღნიშნულ გამოცდაში მაქსიმალური, 60-დან 60 ქულა აიღო. მისი დამრიგებელია ნანა მესხორაძე, ხოლო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია კოპალიანი.
აბიტურიენტმა მაკა მშვილდაძემ მე-121 კლასი დაამთავრა, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე მაქსიმალური, 60-დან 60 ქულა დაიმსახურა. მისი დამრიგებელი ელისო თედორაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარინა ჭეიშვილი და ინგლისური ენის მასწავლებელი ინგა შეყილაძე იყვნენ.
კურსდამთავრებულებმა ინგლისურშიც დიდ წარმატებას მიაღწიეს. სოფიო ჩხობაძემ, რომელმაც მე-12გ კლასი დაამთავრა, ერთიან ეროვნულ გამოცდაზე, ინგლისურ ენაში მაქსიმალური 70/70 ქულა მიიღო. მისი დამრიგებელი თიკი სვანიძე, ხოლო ინგლისური ენის მასწავლებელი ნათია გაბუნია გახლავთ.
ასევე, ინგლისურ ენაში 70-დან 70 ქულა მიიღო თეკლა გოქაძემ, რომელიც მე-12ა კლასის მოსწავლე იყო. მისი დამრიგებელი ელისო თედორაძე გახლდათ.
მე-12დ კლასის კურსდამთავრებულებმა მარიამ ნემსაძემ და ანდრია იობიძემ, ინგლისურ ენაში მაქსიმალური ქულა მიიღეს. მათი დამრიგებელი ხათუნა აფრიდონიძე, ხოლო ინგლისურის პედაგოგი ცირა ქარსელაძე იყვნენ.
იხილეთ ფოტოები: