ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N2 საჯარო სკოლა, წელს კიდევ ერთ თაობას საზეიმოდ გამოემშვიდობა, დღეს, კი სიამაყით გვიზიარებს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კურსდამთავრებულების მიღწეულ წარმატებას, მათ შორისაა ბარბარე ღავთაძე, რომელმაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურსა და ისტორიაში, მაქსიმალური ქულები მიიღო.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში კურსდამთავრებულებისთვის ბოლო ზარი ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
გაიმართა დიდი ზეიმი, რომელშიც მონაწილეობდნენ, როგორც დაწყებითი, ასევე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. მათ სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს სკეტჩები, მიუძღვნეს კურსდამთავრებულებს ლექსები და სიმღერები.
მე-12 კლასელებმა სიყვარულით აღსავსე სიტყვით მიმართეს მასწავლებლებს. შემდეგ სკოლის დირექტორმა მარიამ გრძელიშვილმა და საგნის მასწავლებლებმა დალოცეს კურსდამთავრებულები, უსურვეს მათ წარმატებები მომავალ ცხოვრებაში.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, საღამო თბილ ვითარებაში წარიმართა. ~
იხილეთ ფოტოები: