დღეს სხვა საგამოცდო საგნის ქულა აღარ დაიდება - როდიდან განახლდება შედეგების გამოქვეყნება
05-08-2024

5 აგვისტოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 5 საგამოცდო საგნის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. 

აბიტურიენტებმა უკვე იციან, რა ქულები მიიღეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხოურ ენებში, მათემატიკაში, ისტორიაში ქიმიასა და ბიოლოგიაში. 

როგორც გამოცდების ცენტრი აცხადებს, სხვა საგნებში შედეგების გამოქვეყნება 6 აგვისტოდან განახლდება. აღსანიშნავია, რომ წელს რეკორდულად მალე გამოქვეყნდა ხუთი საგნის პირველადი შედეგები. 

მას შემდეგ რაც ყველა საგნის ქულა გამოცხადდება ცნობილი გახდება გათანაბრებული ქულები და რთული ვარიანტებიც. ამასთან აბიტურიენტებს საკუთარი ნაშრომების გასაჩივრება შეეძლებათ და აპელაციების პროცესი დაიწყება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...