„ჯანსაღი წესით ცხოვრებას, ნუ გადააქცევთ ოცნებად“ - კეხიჯვარის საჯარო სკოლის კლუბმა პროექტი განახორციელა
07-06-2018
კეხიჯვარის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა - „გზამკვლევი“ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით პროექტი - „ჯანსაღი წესით ცხოვრებას, ნუ გადააქცევთ ოცნებად“ განახორციელა.
სკოლის აღსაზრდელებმა პროექტი სამოქალაქო განათლების პროგრმის - „მომავლის თაობის“ მხარდაჭერით ჩაატარეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის ფარგლებში სკოლაში სხვადასხვა აქტივობები დაიგეგმა და განხორციელდა.
სკოლაში ექიმი ბენჟამენ საათაშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი თოთლაძე მიიწვიეს.
შეხვედრების დროს მოწვეულმა სტუმრებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე, მოზარდებისთვის უსაფრთო გარემოს უზრუნველყოფასა და მავნე ჩვევების დამღუპველ შედეგებზე ისაუბრეს.
„ასევე დაიგეგმა ფიზიკური აქტივობები. მოსწავლეებმა გააცნობიერეს ალკოჰოლის, ნარკოტიკის და თამბაქოს მოხმარების მავნებლობა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
კლუბის წევრებმა ასევე VIII-IX-X კლასის მოსწავლეებთან ერთად ტანვარჯიშის წრე ჩამოაყალიბეს. ინტერნეტში ვარჯიშები მოიძიეს და კვირაში ორი დღე ერთი საათი ინტენსიურად ვარჯიშობენ. იხილეთ ფოტოები