ოკამის N1 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლეებმა ხეხილის ბაღი გააშენეს
06-08-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოზე აქტიურად ზრუნავენ.

ახლახან, სკოლის მოსწავლეებმა, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, ხეხილის ბაღი გააშენეს.

პროექტის ფარგლებში, სკოლის თვითმმართველობისა და სამოქალაქო კლუბის წევრმა მოსწავლეებმა, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგეს ხეხილი და შემოღობეს ტერიტორია. ამ პროცესში, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, მათ ბიზნესმენი მამუკა ბექაური დაეხმარა. 

მოსწავლეები ბაღის მოვლა-პატრონობას თავადვე აიღებენ საკუთარ თავზე და გარემოს მოფრთხილებას სხვაბსაც მოუწოდებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203