ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების დიდი ნაწილი უკვე გამოქვეყნდა. ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლაში აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ და ახარებთ შედეგები, როლებიც ლუკა ლიპარტელიანმა, ნატალი ბენდელიანმა და მარიამ ზურაბიანმა გამოცდებზე მოიპოვეს.
ჩოლურის საჯარო სკოლა ულოცავს კურსდამთავრებულებს - ლუკა ლიპარტელიანს, ნატალი ბენდელიანს და მარიამ ზურაბიანს გამოცდების წარმატებით ჩაბარებას.
„მათ დიდი სიხარული მიანიჭეს, როგორც მასწავლებლებს, ასევე მშობლებს. ვუსურვებთ წარმატებებს და წინსვლას ახალ საფეხურზე“,- აღნიშნავენ სკოლაში და კურსდამთავრებულებს სასურველ უმაღლეს სასწავლებელსა და ფაკულტეტზე ჩაბარებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: