ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები უკვე გამოქვეყნდა. ტიციან ტაბიძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთის საჯარო სკოლაში აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ და ახარებთ შედეგები, როლებიც ანი ნაფეტვარიძემ ინგლისური ენის გამოცდაზე მოიპოვა.
კურსდამთავრებულმა უმაღლესი 70 ქულიდან 68 დაიმსახურა და სკოლასა და პედაგოგებს სიამაყის საფუძველი მისცა.
სკოლაში მოსწავლეს მიღწეულ შედეგს ულოცავენ და სასურველ უმაღლეს სასწავლებელსა და ფაკულტეტზე ჩაბარებას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას სთავაზობს, რაც შემდგომში კურსდამთავრებულთა მიღწევებზე აისახება.