ერთიანი ეროვნული გამოცდების შედგების გამოცხადება გრძელდება, ეს პერიოდი ამაღელვებელი არა მხოლოდ აბიტურიენტებისთვის, არამედ იმ სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორებისთვის არის, რომელთა მოსწავლეებიც შედეგებს ელოდებიან. საგამოცდო ქულების გამოქვეყნების შემდგომ განსაკუთრებული სიამაყის შეგრძნება აქვთ ქუთაისის №4 საჯარო სკოლაში, რომელთა მოსწავლეებსაც უმაღლესი ქულები აქვთ სხვადასხვა საგნებში.
ერთ-ერთი წარმატებული მოსწავლე, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენის ტესტში 70 ქულიდან 70 აიღო, საბა გრიგალაშვილის მაღალი ქულები აქვს სხვა საგნებშიც, რაც ნამდვილად არის მისი პედაგოგების პროფესიონალიზმისა და საბას მონდომების დამსახურება.
ქუთაისის №4 საჯარო სკოლა წარმატებებს უსურვებს საბას და ყველა აბიტურიენტს, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს და უმაღლესში ჩარიცხვა სურს.