ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები უკვე გამოქვეყნდა. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლის 6 კურსდამთავრებულიდან 5 სტუდენტობისთვის ემზადება. სკოლაში მათ განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ და ახარებთ აბიტურიენტთა შედეგები.
კურსდამთავრებულება წარმატებითაც დაძლიეს ეროვნული გამოცდები.
სასკოლო საზოგადოება ულოცავს მოსწავლეებს: საბა ბოგვერაძეს, იზაბელ სხილაძეს, თეკლა ოყროშიძეს, მარიამ პაქსაშვილს და ანი ბოგვერაძეს წარმატებას და ნაყოფიერ სტუდენტობას უსურვებს.
აღსანიშნავია, რომ ილემის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის შექმნილია მათ ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემო, პედაგოგები მოწაფეთა მრავალმხრივ განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავენ, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება.