ქვედა საქარის საჯარო სკოლის აბიტურიენტთა წარმატება ეროვნულ გამოცდებზე 
06-08-2024

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საქარის საჯარო სკოლაში ახალგაზრდების წარმატებულ მომავალსა და განვითარებაზე ორიენტირებული პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი მუშაობს. 

სწორედ ამის დასტურია ისიც, რომ კურსდამთავრებულებმა -  მერი ქარქაშაძემ, მარიამ ნებიერიძემ, მარიამ ჭანტურიძემ და გიორგი მერკვილაძემ ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულები აიღეს. 

უფრო კონკრეტულად კი, მათ შემდეგი ქულები აქვთ:

  • მარიამ ნებიერიძე - ქართული - 60 ქულა, ინგლისური - 68 ქულა;
  • მერი ქარქაშაძე - ქართული - 57 ქულა;
  • მარიამ ჭანტურიძე - ქართული - 57 ქულა;
  • გიორგი მერკვილაძე - ქართული - 54 ქულა.

როგორც სკოლის დირექტორი თეონა ურიადმყოფელი etaloni.ge-სთან ამბობს, სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტების ასეთ შედეგებს ელოდა.

„ზოგადად, ძალიან ყოჩაღი კლასი იყო. ნამდვილად მთელი სკოლა ელოდა, რომ ასეთ კარგ შედეგს დადებდნენ. პატარა სკოლისთვის, რომელიც სულ 10-მა მოსწავლემ დაამთავრა, ძალიან გასახარი ფაქტია. აღსანიშნავია, რომ იმ 10 კურსდამთავრებულიდან, ეროვნულ გამოცდებზე 7 აბიტურიენტი გავიდა, მათმა უმეტესობამ კი კარგი შედეგი აჩვენა. მათ ჩვენი იმედები გაამართლეს“,- აღნიშნა დირექტორმა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203