ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები უკვე გამოქვეყნდა. ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლა აბიტურიენტებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ. კურსდამთავრებულებმა გამოცდებზე სასურველი შედეგები აჩვენეს, რაც სკოლაში ახარებთ.
სკოლის დირექტორი ნანა ბურჯალიანი, რომელიც კურსდამთავრებულთა დიდი მხარდამჭერია, აბიტურიენტებს გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს.
„ორბელის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს - მიშო ბურჯალიანს, ლიკა სვანიძეს, ანა გურგუჩიანს, ნინი გოგებაშვილს, ვიტალი გვიშიანს დიდი სიყვარულითა და სიხარულით ვულოცავ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას... ყოჩაღ ბავშვებო თქვენ ასახელეთ მშობლიური სკოლა და მასწავლებლები. ვამაყობთ თქვენით... ვულოცავ, ყველა აბიტურიენტს წარმატებით გამოცდების ჩაბარებას“,- აღნიშნავს დირექტორი და კურსდამთავრებულებს სასურველ უმაღლეს სასწავლებლებსა და ფაკულტეტებზე ჩაბარებას უსურვებს.