ერთიანი ეროვნული გამოცდების თითქმის ყველა საგნის შედეგი უკვე ცნობილია. ერთ-ერთი აბიტურიენტი რომელმაც უმაღლესი ქულები აიღო კი ირაკლი ჯანაშიაა, მან მომზადების გარეშე შეძლო ინგლისური ენის გამოცდაში მაქსიმალური - 70 ქულის მიღება, ქართულში - 60-დან 57 ქულა, ისტორიაში 60-დან 59, ხოლო სამოქალაქო განათლებაში 60-დან 56 ქულა დააგროვა.
აბიტურიენტმა etaloni-ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ თუ კარგად ისწავლი, სკოლაში მიღებული განათლება ამის საშუალებას ნამდვილად მოგცემს.
„ასეთ ქულებს ნამდვილად არ ველოდი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მინდა ჩაბარება საერთაშორისო ურთიერთობებზე. გამოცდების დროს ძალიან ვნერვიულობდი და ვფიქრობდი შეცდომები არ დამეშვა. რეპეტიტორებთან არ დავდიოდი, უბრალოდ ჩემი სკოლის მასწავლებელთან გავდიოდი კონსულტაციას. თუ სკოლაში კარგად იმეცადინებ აუცილებლად შეძლებ გამოცდების ჩაბარებას. თუ კარგად ისწავლი, სკოლაში მიღებული განათლება ამის საშუალებას ნამდვილად მოგცემს. თუმცა, მგონია, რომ ეს ბავშვზეცაა დამოკიდებული უმეტესწილად", - გვეუბნება აბიტურიენტი.
აღსანიშნავია, რომ ირაკლი ჯანაშია ნოქალაქევის საჯარო სკოლის დირექტორის, შორენა შამათავას შვილია. etaloni.ge ულოცავს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას აბიტურიენტს და წარმატებულ სტუდენტობას უსურვებს.