თბილისის N177 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული მიღწევები მხარდაჭერილი და წახალისებულია.
აღსანიშნავია სკოლის მოსწავლეთა წარმატება ბათუმის საერთაშორისო ღია ჩემპიონატზე, ტაეკვონდოში სადაც მონაწილეობდა 5 ქვეყანა: საქართველო, ყაზახეთი, უზბეკეთი, სასომხეთი, აზერბაიჯანი.
საქართველოს სახელით ჩემპიონატზე იასპარეზეს თბილისის N177 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - დავით შავიძემ, ნიკიტა შავიძემ, მარი ტყემალაძემ, ნიკოლოზ ლურსმანაშვილმა და ანდრია ლურსმანაშვილმა. მათგან სამმა კი საპრიზო ადგილები გადაინაწილეს.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ, მიღწეულს ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: