თბილისის N190 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავენ, მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებებში, იზიარებენ საუკეთესო პრაქტიკას, აზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას, მათ შორის აქტიურად თანამშრომლობენ სპმთპ-თან.
29 ივნისს ჩატარდა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ნაძალადევის რაიონული საქალაქო ორგანიზაციის საანგარიშო კონფერენცია.
190- ე სკოლიდან ესწრებოდნენ სკოლის პროფორგანიზაციის თავმჯდომარე, მერი ნაცვლიშვილი და დელეგატები: თამარ ყიფიანი, თამარ ქორიძე. საპატიო წევრად მიწვეული იყო სკოლის დირექტორი ირინე გაგოშიძე.
წლიური ანგარიშის მოსმენის შემდეგ 190- ე სკოლის პროფორგანიზაციის თავმჯდომარეს გადაეცა საპატიო სიგელი და საჩუქარი ორგანიზაციასთან სკოლის გამორჩეული თანამშრომლობის გამო.
სკოლაში აღიარება და დაფასება ახარებთ.
„მადლობა, ქალბატონ მაია კობახიძეს , სპმთპ თავმჯდომარესა და სვეტლანა სურგულაძეს, ჩვენი რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს, მრავალწლიანი ურთიერთთანამშრომლობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: