აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლას მოსწავლეები თუ კურსდამთავრებულები სიხარულისა და სიამაყის საფუძველს ხშირად აძლევენ.
ამის დასტურია ისიც, რომ ამჯერად, ისინი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების მიღწეული შედეგებით ამაყობენ. როგორც სკოლის დირექტორმა გია ბიძიშვილმა etaloni.ge-სთან განაცხადა, ეროვნულებზე სულ 5 აბიტურიენტი გავიდა, რომლებმაც კარგი შედეგი დააფიქსირეს. განსაკუთრებით მაღალი ქულები კი აპლიკანტებს - ლიკა თაკვარელიასა და თეკლე მალანიას ჰქონდათ. მათ შორის, თეკლამ ინგლისურ ენაში 70-დან 70 ქულა აიღო.
გია ბიძიშვილის თქმით, სასკოლო საზოგადოებას ამ აბიტურიენტთა წარმატებაში ეჭვი არ ეპარებოდა და თითოეულ მათგანს წინსვლას უსურვებს.
„ლიკა თაკვარელია და თეკლე მალანია ოქროს მედლის კანდიდატები არიან. მათგან ამ შედეგს ველოდით და ეჭვიც არ გვეპარება, რომ გრანტსაც აიღებენ. აბიტურიენტები ძალიან კარგად იყვნენ მომზადებულები. აღსანიშნავია, რომ მათ, თავის დროზე, წარჩინებული სწავლისთვის ლეპტოპებიც გადაეცათ. წელს ჩვენი სკოლიდან სულ 5 აბიტურიენტი აბარებდა, ზღვარი ყველამ გადალახა და ნორმალური შედეგი აქვთ“,- თქვა სკოლის დირექტორმა.