თბილისის N191 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, მათი მხატვრული ნიჭის განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
შემოქმედებითი ნიჭით გამოირჩევიან - ნორჩი მხატვრები ქეთევან სუხიაშვილი და ბარბარე დიასამიძე, რომლებიც მრავალფეროვან ნამუშევრებს ქმნიან.
მოსწავლეები ახლახან „სინევოს“ ნახატების კონკურსში მონაწილეობდნენ.
მოსწავლეთა ნამუშევრებმა საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას უსურვებენ.