ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა, აბიტურიენტები ახლა სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვებს ელიან. არაერთ წარმატებულ აბიტურიენტს შორისაა წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ლუკა ჭუმბურიძე.
ლუკამ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 4 საგანი ჩააბარა, უცხოურ ენაში მაქსიმალური, 70 ქულის მოპოვება შეძლო, ქართულში 60 ქულიდან 56 დააგროვა, ქიმიაში 63-დან 60, ბიოლოგიაში კი - 68, 70 ქულიდან.
ლუკას წარმატებით განსაკუთრებით ამაყია მშობლიური სკოლა, სასკოლო საზოგადოება მას ულოცავს მიღწეულ შედეგს და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებას უსურვებს.
შეგახსენებთ, რომ ნედლი ქულების გამოქვეყნება დღეს დასრულდა, აპელაცია კი ხვალ, 9 აგვისტოდან იქნება შესაძლებელი.