თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სკოლა ასახელეს.
მათ შორის არიან აბიტურიენტები ტარიელ კვასტიანი და ირაკლი ჯაჭვლიანი.
სკოლის კურსდამთავრებულის - ტარიელ კვასტიანის შედეგები შემდეგნაირია: ქართული-46, ინგლისური-61, ისტორია-49.
ირაკლი ჯაჭვლიანმა კი ქართულში- 45, ინგლისურში-30, ისტორიაში-35, გეოგრაფიაში კი 42 ქულა დაიმსახურა.
მოსწავლეთა დამრიგებელი ლია ლომინაძე გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ წელს სკოლა 14 მოსწავლემ დაამთავრა.
სკოლაში მოსწავლეთა მიღწევებით ამაყობენ და მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებებს უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: