ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუბის საჯარო სკოლა ამყობს წარჩინებული კურსდამთავრებულით, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულები მიიღეს. სკოლას 3 ოქროს მედლის კანდიდატი ჰყავს: ქეთევან ჩაკვეტაძე, თამთა ჩაკვეტაძე, ნინი ომანაძე, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე ძალიან კარგი შედეგები აჩვენეს. მაგალითად ქეთევან ჩაკვეტაძემ ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური ქულა - 60 მიიღო, ინგლისურში კი 70-დან 65.
ზუბის საჯარო სკოლის დირექტორი ნინელი კუხალაშვილი და პედაგოგები ამაყობენ კურსდამთავრებულთა შედეგებით და წარმატებას უსურვებენ აბიტურიენტებს. როგორც ხელმძღვანელი Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, მისთვის მოსწავლეთა ასეთი ბრწყინვალე შედეგები მოულოდენელი არ ყოფილა.
„ველოდებოდი ჩემი სკოლის კურსდამთავრებულების ასეთ წარმატებას ეროვნულ გამოცდებზე, რადგან ძალიან კარგად სწავლობდნენ და მათ სკოლაც წარჩინებით დაასრულეს. ძალიან ვამაყობ მათით და ვუსურვებ, რომ ღირსეულად ემსახურონ ოჯახს, სამშობლოს, ქვეყანას და გახდნენ თავიანთი საქმის პროფესიონალები. უამრავი წინსვლა და წარმატება ჰქონოდეთ ცხოვრებაში“, - აღნიშნავს დირექტორი.