ახმეტის N3 საჯარო სკოლის წარჩინებულმა კურსდამთავრებულებმა ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულები მოიპოვეს
06-08-2024

ქალაქ ახმეტის N3 საჯარო სკოლას წარჩინებული კურსდამთავრებულები ჰყავს. სკოლის ოქროს მედლის კანდიდატმა კურსდამთავრებულებმა თავიანთი შესაძლებლობები ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალურად წარმოაჩინეს, მაღალი შედეგები დადეს და სკოლა ასახელეს.

სკოლაში მოსწავლეთა შედეგებით ამაყობენ და მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე, რომელსაც სტუდენტობა ჰქვია წარმატებებს უსურვებენ.

„გიორგი, თეკლა, ანი, სოფო, რატი, ვაკო, ზვიადი, გილოცავთ სტუდენტობას და დიდ წარმატებას გისურვებთ ცხოვრების გზაზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლას არაერთი ღირსეული და ნიჭიერი თაობა აღუზრდია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203