სხვიტორის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საჩვენებელ გაკვეთილზე თექაზე იმუშევეს
07-06-2018
სხვიტორის საჯარო სკოლაში სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში მე-8 კლასში საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა. გაკვეთილს პედაგოგი ეკატერინე ზაბახიძე ხელმძღვანელობდა. გაკვეთილის თემა იყო - თექაზე მუშაობა (პრაქტიკული და თეორიული ნაწილი).
სკოლის აღსაზრდელებმა თექით სხვადასხვა ნივთები დაამზადეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები სასწავლო პროცესში ხალისით ჩაერთვნენ და შემოქმედებითი უნარები გამოავლინეს.