ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავშანიანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.
აღსანიშნავია, რომ მათ კარგად გაართვეს თავი ზოგადი უნარების გამოცდას. სკოლაში იმედოვნებენ, რომ ისინი ასეთივე წარმატებით გაივლიან ქართული ენის მომზადების ერთწლიან 1+4 პროგრამას გაივლიან.
მოსწავლეთა ქულები შემდეგნაირია:
ფარი აბდურახმანოვი -58 ქულა;
ვეისალ მახმუდოვი -60 ქულა;
ხადჯარ ალიევა -53 ქულა.
სკოლა მათი წარმატებით ამაყობს და მომავალში წინსვლას უსურვებს.
1+4 პროგრამა ითვალისწინებს ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებას სომხურ აზერბაიჯანულ, აფხაზურ, ოსურ ენებზე და სათანადო ქულების დაგროვების შემთხვევაში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. ახალგაზრდები 1 წლის განმავლობაში გადიან ქართულ ენაში მომზადების კურსს და შემდგომ 60 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში აგრძელებენ სწავლას მათთვის სასურველ ფაკულტეტზე.