თიანეთის N2 სკოლის კურსდამთავრებულებს დირექცია და დამრიგებელი ნადია უშიკიშვილი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას ულოცავენ 
06-08-2024

დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლა დიდი სიამაყით გვიზიარებს აბიტურიენტების წარმატებას, წელს 5 კურსდამთავრებული აბარებდა ერთიან ეროვნულ გამოცდებს, მათთვის შედეგები უკვე ცნობილია, ახალა კი სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას ელიან. 

სკოლაში ახარებთ ახალგაზრდების - ბექა ლიქოკელის,  უჩა ჭურჭელაურის,  მარიამ ჭურჭელაურის, სალომე მჭედლურის და ნინო ჯაბანიშვილს წარმატება, მათ წინსვლას და ბედნიერ სტუდენტობას უსურვებენ. 

„ჩვენი სკოლის ადმინისტრაცია და კლასის დამრიგებელი ნადია უშიკიშვილი, ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს სტუდენტობას და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ დღეს ნედლი ქულების გამოქვეყნება დასრულდა, ხვალიდან კი, აპელაცია იქნება შესაძლებელი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203