ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მეოთხე ბ კლასის ღონისძიებით დასრულდა.
ღონისძიებას „მშვიდობა ჰქონდეთ მსოფლიოს ბავშვებს“ პედაგოგი იამზე წულუკიძე ხელმძღვანელობდა.
ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართული მეოთხე ბ კლასის მშობლები.
მოსწავლეებმა ნატვრის ხეზე თასმების შებმით და მტრედის გაფრენით თანამედროვე მსოფლიოს სამშვიდობო გზავნილები გაუგზავნეს.
სკოლის დირექციამ აღნიშნული ღონისძიება 2017-2018 სასწავლო წლის სკოლაში ჩატარებული ღონისძიებებიდან საუკეთესოდ აღიარა და მონაწილე მოსწავლეებს, კლასის ხელმძღვანელს იამზე წულუკიძეს, მუსუკის პედაგოგს მაკა ჟორჟოლიანს და ცეკვის პედაგოგს ჟანა ბენიძეს დიდი მადლობა გადაუხადა.
იხილეთ ფოტოები