„მჯერა, კიდევ ბევრჯერ გვექნება სიამაყის საფუძველი“ - ​დანდალოს N1 სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს ეროვნულ გამოცდებზე მიღებულ შედეგს ულოცავს
06-08-2024

იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შედეგები აჩვენეს. 

რასაკვირველია, მათი წარმატებით სასკოლო საზოგადოება ძალიან ამაყობს. როგორც სკოლის დირექტორი ინგა ბერიძე წერს, აბიტურიენტების - საბა ბერიძისა და მართა არძენაძის წარმატების სჯეროდა, ახლა კი გრანტებსაც ელოდება. 

„გამოცდების წარმატებით ჩაბარებას გილოცავთ ყველა აბიტურიენტს. გასაკუთრებით კი, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს საბა ბერიძესა და მართა არძენაძეს. გისურვებთ მორიგ წარმატებებს, ჩვენო ნიჭიერებო.

გილოცავთ, კურსდამთავრებულებო, პედაგოგებო, მშობლებო და გულშემატკივრებო ამ წარმატებებს. მე მჯერდა, რომ ჩვენი სკოლა იყო, არის და იქნება მოწოდების სიმაღლეზე.

აღარც კი მახსოვს, ბოლოს როდის ჩაიჭრა გამოცდებზე ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული. ეს თქვენი მონდომების შედეგია, ჩემო ნიჭიერო ბავშვებო, თქვენი დაუღალავი შრომისა,  ჩემო კოლეგებო და თქვენი მხარდაჭერისა, ჩვენო მშობლებო.

გილოცავთ კიდევ ერთხელ ყველას. აწ უკვე სტუდენტებს კი გისურვებთ წარმატებულ სვლას ახალ საფეხურზე. მე მჯერა, რომ კიდევ ბევრჯერ გვექნება სიამაყის საფუძველი. გრანტებს ველოდები“,- წერს სკოლის დირექტორი ინგა ბერიძე.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში თითოეული ახალგაზრდის განვითარებასა და წარმატებულ მომავალზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203