განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებულ მასშტაბურ სტაჟირების პროგრამაზე ისაუბრა.
„ეს არის რეალური შესაძლებლობა, მათი ცოდნა უკვე პრაქტიკაში გამოიყენონ, ჰქონდეთ კარიერული წინსვლის შესაძლებლობა. დარწმუნებული ვართ, რომ ეს პირველი ინიციატივა, რომელიც გულისხმობს ოთხთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას, საბოლოო ჯამში ბევრი მათგანისთვის გარდაიქმნება ძირითად სამსახურად, ამიტომ ყველა მოტივირებულ ახალგაზრდას ველით ამ პროგრამაზე“, - აღნიშნა ამილახვარმა.
პროგრამის ფარგლებშიც 3000-ზე მეტი კურსდამთავრებული ანაზღაურებადი სტაჟირების გავლას სახელმწიფო უწყებებში 1-ლი სექტემბრიდან შეძლებს