„ამაზე დიდი საჩუქარი ქვეყნად არაფერია“- ლედგებეს საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულების მიერ მიღებული შედეგებით ხარობენ
07-08-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლედგებეს საჯარო სკოლის პროფესიონალ პედაგოგთა გუნდს ღირსეული და საკუთარი საქმის მცოდნე დირექტორი თამილა შულაია უძღვება. აღსანიშნავია, რომ დირექცია და მასწავლებლები ახალგაზრდების წარმატებისთვის დაუღალავად შრომობენ. ნატი ამაგი რომ უკვალოდ არ იკარგება, ამას კურსდამთავრებულთა მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მირებული შედეგებიც მოწმობს. 

სკოლის დირექტორი თამილა შულაია აღნიშნავს, რომ სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებმა თავიანთი შედეგებით ძალიან გაახარეს. მისივე თქმით, ეროვნულ გამოცდებზე მე-11 კლასის მოსწავლეებიც იყვნენ გასულები, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ სკოლის კედლებში ხარისხიან განათლებას იღებენ.

„ჩვენი მცირეკონტიგენტიიანი სკოლა და პედაგოგიური კოლექტივი, რომელიც პროფესიონალი პედაგოგებითაა დაკომპლექტებული, მუდამ ზრუნავდა და ზრუნავს საკუთარი აღსაზრდელების ბედნიერი, წარმატებული, უსაფრთხო და საუკეთესო მომავლის, ერისა და მამულისათვის საუკეთესო პიროვნებებად ჩამოყალიბებისთვის. ამის ერთ-ერთი მანიშნებელია ის მოსწავლეები, რომლებიც ცხოვრების დამოუკიდებელ ასპარეზზე ღირსეულად ირჩევენ ცხოვრების კრედოს. არც ეს წელია გამონაკლისი, ჩვენმა მოსწავლეებმა გამოცდებზე მიღებული საუკეთესო შედეგებით გაგვახარეს და მზად არიან ამაყად, თავაწეულებმა იარონ ჩვენი ქვეყნის მომავლის საწინდრად. გვეამაყებით და მჯერა, თქვენ ხართ ის თაობა, რომელიც, ჩემთან ერთად, უშიშრად გაისეირნებს აფხაზეთის მიწაზე.

არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩვენი მე-11 კლასის მოსწავლეები, რომელთაც დაამტკიცეს, რომ სკოლის კედლებში მიღებული ცოდნა არის გამარჯვებისა და საუკეთესო შედეგის მომტანი...

ვამაყობ თითოეულით!!!

ამაზე დიდი საჩუქარი არაა ქვეყნად არაფერი“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი თამილა შულაია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203