ნადაბურის საჯარო სკოლის აბიტურიენტმა - ეკატერინე ბუაჩიძემ ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
07-08-2024

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლას წელს მხოლოდ ერთი აბიტურიენტი ეკატერინე ბუაჩიძე ჰყავდა. მან ეროვნული გამოცდები (ქართული, ინგლისური, მათემატიკა, ისტორია) წარმატებით ჩააბარა და სკოლა ასახელა.

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ პედაგოგთა ღვაწლი და ამაგი მოსწავლემ გამოცდების შედეგებით დააფასა. მისი წარმატებით კი მთელი სკოლა ამაყობს.

 ეკატერინე ბუაჩიძეს ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებებს უსურვებენ და იმედი აქვთ, რომ აბიტურიენტი სასურველ უმაღლესში განაგრძობს უმაღლესი განათლების მიღებას. 

აღსანიშნავია, რომ სკოლა თითოეული მოსწავლის წარმატებას აღნიშნავს და მხარს უჭერს.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203