ჭიათურის N4 საჯარო სკოლა სიამაყით გვიზიარებს მე-11 კლასელის დავით ტაბატაძის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე მიღწეულ წარმატებას.
მართალია, დავითი ჯერ არ არის აბიტურიენტი, თუმცა მან შეძლო და ფიზიკის გამოცდაში უმაღლესი 63 ქულიდან 56 მოიპოვა, რაც მარტივად მისაღები ქულა ნამდვილად არ არის.
მოსწავლის წარმატებით განსაკუთრებით ამაყია სკოლის დირექტორი ნინო შეყილაძე და ფიზიკის პედაგოგი ნუნუ გაბრიჭიძე, ისინი ულოცავენ დავითს ამ მიღწევას და წარმატებას უსურვებენ.
„მას არ უსწავლია ვეკუას ან კომაროვის სკოლაში, მაგრამ ეს ყველაფერი თავდაუზოგავი შრომის შედეგია. იგი სწავლობს ჭიათურის მეოთხე საჯარო სკოლაში და აქვს დიდი მიზნები!“, - აღნიშნავს დავითის ფიზიკის პედაგოგი ნუნუ გაბრიჭიძე და უხარია, რომ შრომა უფასდება და ამას დავითი და მისი მსგავსი წარმატებული მოსწავლეები ადასტურებენ.