ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოს საჯარო სკოლა დიდი სიამაყით გვიზიარებს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კურსდამთავრებულების მიღწეულ წარმატებას.
წელს, ოჟიოს საჯარო სკოლა 8 მოსწავლემ დაამთავრა, აქედან ეროვნულ გამოცდებზე 5 კურსდამტავრებული გავიდა. თითოეულმა მათგანმა წარმატებით გაართვა თავი გამოცდებს და მოიპოვა მაღალი ქულები.
სკოლა ულოცავს კურსდამთავრებულებს: ნიკა თათულაშვილს, თიკო მოსიძეს, ავთო გავარდაშვილს, მარიამ ახალკაციშვილს და ნინო ბერიკაშვილს გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და უსურვებს მათ სასურველ უმაღლესში, სასურველ პროგრამაზე გააგრზელონ სწავლა.
„გვჯერა, მუდამ ვიამაყებთ თქვენით!“ - აღნიშნავს სკოლის დირექტორი ჟანა ახალკაციშვილი.