„გვეამაყება ჩვენი კლუბის უპრეცენდენტო წარმატება“ - დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა 5 პროექტის იდეამ დაფინანსება მოიპოვა
07-08-2024

დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მთელი სასწავლო წლის მანძილზე  არაერთ საინტერესო ინიციატივაში ერთვებოდნენ და თავიანთ შესაძლებლობებს ფართო საზოგადოებას აცნობდნენ. 

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კლუბის წევრები ევროკავშირის კონკურსშიც მონაწილეობდნენ, სადაც გამარჯვება მოიპოვეს და ეკონომიკური ცენტრის მიერ ორგანიზებულ,  ევროკავშირის დაფინანსებულ  ბანაკში, დაუვიწყარი დღეები გაატარეს. 

მოსწავლეებმა: თათია ბოჭორიშვილმა, ლუკა მენთეშაშვილმა, მარიამ ყოჩიაშვილმა, მარიამ ტოკლიკიშვილმა, სალომე თარხნიშვილმა, ნიკოლოზ რობიტაშვილმა, ლაშა ჭუბაბრიამ, მარიამ ქადაგიშვილმა და ნინი პაპუაშვილმა ბანაკში გამართულ იდეათონში წარადგინეს, რამდენიმე საინტერესო საპროექტო იდეა და გამარჯვებაც მოიპოვეს.

მოსწავლეთა ხუთმა პროექტმა გაიმარჯვა, მათ შორისაა: „ევროპის გემო“, „EuroWise“, „ევროპული წელი“, „ამოხსენი ევროპა“, „პარტნიორობა მიზნებისთვის“. აღსანიშნავია, რომ თითოეული პროექტის დაფინანსება შეადგენს 5 000 ლარს (ჯამში 25 000 ლარს).

აღსანიშნავია, რომ პროექტების განხორციელება დეკემბერში დაიწყება.

პროექტები განხორციელდება პარტნიორი სკოლების მოსწავლეთა ჩართულობით, როგორც საქართველოდან, ისე ევროპიდან.

„გვეამაყება ჩვენი კლუბის უპრეცენდენტო წარმატება და ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებსა და მათ ხელმძღვანელს, მაია ლაპიაშვილს“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203