ნოდარ ხადურის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლამ ავტორიზაცია წარმატებით გაიარა.
სკოლას, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 წლის ვადით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა.
სკოლაში ახარებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ეტაპი წარმატებით გადალახეს და აღნიშნავენ, რომ სიხარულთან ერთად ეს დიდი პასუხისმგებლობაც არის.
„დიდი სიხარულით გვინდა გაუწყოთ, რომ სკოლამ წარმატებით გაიარა საკმაოდ რთული პროცესი და მიენიჭა ავტორიზაცია მონიტორინგის გარეშე.
სიხარულთან ერთად, ეს კიდევ უფრო გვიორმაგებს პასუხისმგებლობას ჩვენი მოსწავლეების წინაშე.
უღრმესი მადლობა ექსპერტთა ჯგუფსა და ავტორიზაციის საბჭოს, რომელთაც დადეს კვალიფიციური დასკვნა და ობიექტურად შეაფასეს ჩვენი ძალისხმევა. მადლობა სკოლის გუნდის თითოეულ წევრს. მზად ვართ, ახალი სასწავლო წლიდან გაორმაგებული ენერგიით დავხვდეთ საყვარელ მოსწავლეებს“,- ამბობენ სკოლაში.