დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლაში ეროვნულ გამოცდებზე კურსდამთავრებულთა მიღწევებით ამაყობენ.
აღსანიშნავია, სკოლის კურსდამთავრებულების: სოფიკო ხუციშვილისა და ბაჩანა ხარხელაურის მაღალი ქულები ქართულის გამოცდაზე. მათ გამოცდაზე 60-დან 51 და 53 ქულები დაიმსახურეს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, აბიტურიენტებმა სხვა საგნებშიც მაღალი შედეგები აჩვენეს.
სკოლა კურსდამთავრებულებს მიღწეულ წარმატებას ულოცავს და მომავალშიც წინსვლას უსურვებს.