სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხენიშის საჯარო სკოლის საზოგადოება დიდი სიამაყით გვიზიარებს იმ კურსდამთავრებულების წარმატებას, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარეს და ახლა სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას ელიან.
სკოლა ულოცავს საამაყო კურსდამთავრებულებს: ანა სანიკიძეს , გიორგი ახობაძეს, ანა ნოდიას, ლანა შენგელიას, მარიტა ჩუბინიძეს, ლუკა კრავეიშვილს, ელენე ნინუასა და მარიამ ახალმოსულიშვილს და მათ ბედნიერ სტუდენტობასა და მომავალს უსურვებს.
აღსანიშნავია, რომ წელს, 12 კურსდამთავრებულიდან 8 მოსწავლე გააგრძელებს სწავლას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში.
„გისურვებთ წარმატებებს, ჩხენიშის სკოლა მუდამ იამაყებს თქვენით!“,- აღნიშნავენ სკოლაში.