სამტრედიის N4 საჯარო სკოლა ამაყობს კურსდამთავრებულების შედეგებით ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და დიდი სიამაყით გვაცნობს იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც საკმაოდ მაღალი ქულები მოიპოვეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ანი კეკილიძის ქულამ, მან მაქსიმალური 60 ქულა მიიღო, ირაკლი ჯანგველაძემ 55, ამანდა ჯანელიძემ კი - 57.
ახალგაზრდებმა საამაყო შედეგები აჩვენეს, უცხოური ენის გამოცდაშიც, სადაც მაქსიმალური 70 ქულა გახლდათ, ინგლისურ ენაში ქულები შემდეგნაირად დაიწერა : ამანდა ჯანელიძე - 69; ლუკა არაბიძე - 68; ანი კეკელიძე - 63; ირაკლი ჯანგველაძე - 68; ლუკა ნინუა - 67; დავით ნარეკლიშვილი - 55; ნინო გიორგაძე - 55; თათია ბერიძე - 60 ქულა; ბესო სოსელია - 66 ქულა.
რუსული ენა ჩააბარა ანი სიხარულიძემ და 56 ქულა დაიმსახურა.
ახალგაზრდებს საკმაოდ მაღალი შეფასება ჰქონდათ ისტორიის გამოცდაშიც: ლიკა ვაშაკიძემ 57 ქულა მიიღო, მარიამ მოწყობილმა - 50, ასევე ანი კეკელიძემ - 50 ქულა.
„ვუსურვებთ წინსვლასა და წარმატებებს ცხოვრების ახალ საფეხურზე. კიდევ ერთხელ ვულოცავთ ყველას... ჩვენი იმედები ნამდვილად გაამართლეს და საუკეთესო შედეგებიც მიიღეს“, - სიამაყით აცხადებენ სკოლაში.