ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელის ბრწყინვალე შედეგი და აბიტურიენტების დიდი წარმატება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 
07-08-2024

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლა ტრადიციულად, წელსაც ამაყობს წარმატებული აბიტურიენტებით, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ბრწყინვალე შედეგები აჩვენეს.

გარდა კურსდამთავრებულებისა, სკოლა დიდი სიამაყით გვაცნობს, მეთერთმეტეკლასელ მათე მჟავანაძეს, რომელიც გამოცდაზე გამოცდილების მიღების მიზნით იყო გასული, თუმცა ინგლისური ენის გამოცდაში, მაქსიმალური 70 ქულიდან, 69 ქულა დააგროვა.

„მომავალ წელს რა შედეგს დადებს, ხომ წარმოგიდგენიათ! წარმატებები მათეს. ბევრჯერ ასახელებს სკოლა“, - ასე აფასებენ მათეს სკოლაში და ულევ წარმატებას უსურვებენ.

რაც შეეხება აბიტურიენტთა მიღწევებს, ინგლისურ ენაში მათაც საუკეთესო ქულები მიიღეს და პედაგოგების მოლოდინები გაამართლეს: ლიზი გოგაბერაშვილი - 69 ქულა; ბერბარე თოდუა - 68 ქულა; სოფიო ჭიღლაძე - 66 ქულა; ნიკოლოზ გიორგაძე - 65; თათია ტუღუში - 63 ქულა; ლაშა ანთიძე - 61 ქულა; მარიამ ლევიძე - 61 ქულა; იოანე მეგრელიძე- 54 ქულა, ნინი ქართველიშვილი - 50 ქულა. აღსანიშნავია, რომ ლიზი გოგაბერაშვილმა ბიოლოგიაშიც მაღალი შეფასება, 57 ქულა დაიმსახურა, ქიმიაშიი კი - 48.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203