გორის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სწავლაში მიღწეული წარმატება განსაკუთრებულად ახარებთ.
ამჯერად, სკოლაში მე-7ა კლასის მოსწავლის - ნინი მღებრიშვილის წინსვლით ამაყობენ.
ფიზიკა-მათემატიკით დაინტერესებული ნიჭიერი მოსწავლე ნინი მღებრიშვილი სწავლას სპეციალიზებულ სკოლაში გააგრძელებს.
სკოლის მე-7ა კლასის მოსწავლე ჩაირიცხა ვლადიმერ კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში. მოსწავლემ სკოლაში მისაღები გამოცდები წარმატებით ჩააბარა და ფიზიკა-მათემატიკას სიღრმისეულად შეისწავლის.
გორის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ ჩვენს მიზანდასახულ და ნიჭიერ გოგოს და ვუსურვებთ წარმატებებს! გვეამაყები!“,- აღნიშნავენ სკოლაში.