დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ამამლოს საჯარო სკოლაში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოსწავლეთა მიღწევებით ხარობენ.
სკოლაში, დირექციის, კლასის ხელმძღვანელისა და პედაგოგების სახელით ულოცავენ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას კურსდამთავრებულებს: თარხან გურბანოვს, ლეილა ისმაილოვას, თურალ რზაგულიევს, გიაფათ მოხიადდინოვასა და სანან მამედოვს. მათ, ცხოვრების ახალ ეტაპზე წინსვლასა და წარმატებას უსურვებენ.
სკოლის კურსდამთავრებულებმა პედაგოგთა ამაგი და შრომა გამოცდების წარმატებით ჩაბარებით დააფასეს.