ოზურგეთის N3 საჯარო სკოლა ეროვნულ გამოცდებზე მოსწავლეთა მიღწეულ წარმატებას გვიზიარებს
07-08-2024

ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ეროვნული გამოცდები მაღალი ქულებით ჩააბარეს და ახლა ჩარიცხვებს ელოდებიან.

ოქროს მედლის კანდიდატი მოსწავლეების: აჩი გაგუას, მარი ბერაძის, მიხეილ ლომაძის, ლუკა მექვაბიშვილის საუკეთესო შედეგები - მაქსიმალური 60 ქულიდან (50+) შედეგებით, რომლებიც  ქართულ ენასა და ლიტერატურაში დაიმსახურეს სკოლაში ამაყობენ.

„განსაკუთრებით გაგვახარა ლიზი ქილიფთარმა (53 ქულა) ასევე, ელენე მალაზონიას, თემო სიხარულიძის, ლიზი ხინთიბიძისა და ბესო თოიძის მიღებულმა ქულებმა“, - გვიყვებიან სკოლაში.

სკოლის კურსდამთავრებულებმა ასევე შესანიშნავი ქულები მიიღეს ინგლისური ენისა და ისტორიის გამოცდაზე.

ინგლისურ ენაში მათი შედეგები შემდეგნაირია:

ლუკა მექვაბიშვილი- 66;

მარიამ ბერაძე- 65;

მიხეილ ლომაძე- 63;

თემო სიხარულიძე- 62.

ისტორიაში კი მიხეილ ლომაძემ 60-დან 52 ქულა დაიმსახურა.

სკოლაში ამაყობენ და ხარობენ თითოეული მოსწავლის მიღწევით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203